ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა ძვირდება
ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა 3 ლარით ძვირდება. ინფორმაციას ავტოსადგურის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
მათი თქმით, დღეიდან მგზავრობის ღირებულება 15 ლარი იქნება.
“დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე საწვავის ფასი 3 ლარით გაძვირდა. ტარიდის მომატება საწვავის გაძვირებას უკავშირდება. ძველი ტარიფით მგზავრობა შეუძლებელია”,- აცხადებენ ადმინისტრაციაში.
მგზავრობის გაძვირებას ელოდებიან სხვა ქალაქებში მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლებიც.
მათი თქმით, მგზავრობა სავარაუდოდ, არსებული თანხასთან შედარებით 10-15%-ით მოიმატებს.
დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, მძღოლებს და მგზავრებს რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.