გურიაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მუნიციპალური შენობის ორივე შესასვლელში საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ კონკურსის ფარგლებში მომზადებული ისტორიული ფაქტებისა და რეჟიმის ამსახველი დოკუმენტური ფოტომასალების გამოფენა გაიმართა.
საარქივო მასალებზე დაყრდნობით საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა და რეპრესირებულთა რაოდენობა 500 ათას ადამიანს აჭარბებს.
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დღეს მუნიციპალური შენობის წინ სახელმწიფო დროშები დაეშვა.