100 წელი ოკუპაციიდან – ქვემო ქართლში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
რუსული ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ შენობასა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
დროშები დაუშვეს რუსთავის, დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროს და სხვა მუნიციპალიტეტების მერიების შენობებზეც.
ცნობისთვის, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.