საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით გიორგი სახოკიამ შეხვედრა გამართა
სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, ასევე საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეგულაციების შესახებ იმსჯელეს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის აღდგენის მზაობის შესახებ სანიტარია-ჰიგიენის ნაწილში.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული ყველა პირი კორონავირუსზე ტესტირებას პერიოდულად გაივლის.
სკოლამდელი საგანამანათლებლო დაწესებულებები ფუნქციონირებას 1 მარტიდან აღადგენენ.