საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაუშვეს
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ყოველი წლის 25 თებერვალს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება და ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილი ცხადდება.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემოდ დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაუშვეს.