ქობულეთში, ზედა სამების საჯარო სკოლაში 6 პედაგოგს კოვიდი დაუდასტურდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ერთ-ერთ მასწავლებელს გუშინ გეგმური ტესტირება ჩაუტარდა, რის შემდეგაც ტესტმა ვირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.
სკოლაში ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
ადგილზე ჩატარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისთვის ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.