გურიაში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.
25 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 362 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.