თელავში ლესია უკრაინკას დაბადებიდან 150 წელი აღნიშნეს

უკრაინელ პოეტს, ლესია უკრაინკას დაბადებიდან 150 წელი შეუსრულდა.
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, თელავს საქართველოში უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი ეწვია.

ელჩს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა.
ინფორმაცია, ამის შესახებ ” რეგიონულ კვირას ” ადგილობრივ მერიაში აცნობეს.

” მხარეებმა პარკ ნადიკვარზე ლესია უკრაინკას ძეგლი, ასევე პოეტის საცხოვრებელო სახლის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე კი უკრაინის ელჩმა თელავის მუნციპალიტეტის მერი ლესია უკრაინკას დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავად დამზადებული მონეტით და სიგელით დააჯილდოვა”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები