36 ახალი შემთხვევა, 37 გამოჯანმრთელებული – კოვიდსტატისტიკა სამეგრელოში
გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვირუსი 37-მა პაციენტმა დაამარცხა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები
ასეთია: რუხის კლინიკაში იმყოფება – 44 კოვიდპაციენტი მათ შორის 2 მძიმე პაციენტი.
სენამედის კლინიკაში – 9 მათ შორის 1 მძიმე პაციენტია. ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის, მკურნალობის კურსს გადის 23 პირი, მათ შორის მძიმეა 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 9 პაციენტი მკურნალობს მათ შორის 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში – 8
სენაკი ლაზიკა მედში კი 21 ინფიცირებულია მოთავსებული მათ შორის 1 მძიმე.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 142 ადამიანი მკურნალობს. მათგან 10-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის, საკარანტინო სივრცეებში სულ 99 ადამიანი რჩება.