ფოთში, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

დაღუპულ გმირთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები