სახელმწიფო დროშა დაუშვეს ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ შენობაზეც

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან დროშა დაუშვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

ცნობისთვის, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები