ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელოში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

დროშები დაშვებულია რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ასევე ზუგდიდის, წალენჯიხის, აბაშის, ფოთისა და სხვა მუნიციპალიტეტების მერიების შენობებზე.

ცნობისთვის, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები