ზუგდიდში ორი საჯარო სკოლა სწავლას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ორი საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება, ამის შესახებ ,,რეგიონულ კვირას“ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა ბულიამ განუცხადა.
მისი განმარტებით, ორივე შემთხვევაში მიზეზი სასწავლი დაწესებულებებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
,,ზუგდიდში დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება პირველი საჯარო სკოლა რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და სავარაუდოდ, სასწავლო წლის ბოლომდე დისტანციურ რეჟიმზე დარჩება და ასევე, მე-3 საჯარო სკოლა, აქაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ახლო მომავალში უნდა დასრულდეს. ამ დროისთვის ორივე სკოლა დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება“, – განაცხადა ,,რეგიონულ კვირასთან“ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ბულიამ.