ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა-მოსწავლეები იზოლაციაში გადავიდნენ

ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი მეშვიდეკლასელები არიან, პარალელური კლასებიდან.

როგორც ადგილობრივი საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ “რეგიონულ კვირას” განუცხადა,  ბავშვები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, დანარჩენი მოსწავლეები კი სწავლას კვლავ საკლასო ოთახებში აგრძელებენ.

,,მოსწავლეებს COVID 19 გუშინ დაუდგინდათ. ორ მე-7 კლასელს გუშინწინ გამოუვლინდათ სიმპტომები, შემდეგ გაუკეთეს ტესტირება და გუშინ მოვიდა დადებითი პაუსხი. ბავშვები პარალელური კლასის მოსწავლეები არიან, ორივე მათგანი გადაყვანილია იზოლაციაში. კლასი განაგრძნობს საკლასო ოთახში სწავლებას“, – განაცხადა ,,რეგიონულ კვირასთან“ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ.

კითხვაზე,მომავალშიც, კლასები კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ თუ არა, მამუკა ბულიას განმარტებით, გააჩნია კლასში რამდენ მოსწავლეს გამოუვლინდება ვირუსი. თუ დადასტურდება 2-3 შემთხვევა, ონლაინ სწავლებაზე გადაიყვანენ. მაგრამ ერთი ბავშვის გამო შესაძლოა იგივე გადაწყვეტილება არ მიიღონ.

“ამ ეტაპზე არ ჩათვალეს მაინცდამაინც სავალდებულოდ ონლაინზე გადაყვანა”, – აღნიშნა მან. მისივე თქმით, ამ კლასების სხვა ბავშვებს კორონავირუსი არ გამოვლენიათ. მეორე საჯარო სკოლაში ორი კვირის წინ კორონავირუსი კიდევ ორ, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს დაუდგინდათ. კლასები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. მაშინ ვირუსი მეოთხე სკოლის მოსწავლესაც გამოუვლინდა. უფრო ადრე კორონავირუსი ინგირის მეორე საჯარო სკოლაშიც დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები