ამბროლაურის მერმა 2020 წლის ანგარიში წარადგინა-რა სამუშაოები შესრულდა და იგეგმება მუნიციპალიტეტში
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე 2020 წელს გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშით წარდგა. ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს. მათი განცხადებით, ანგარიშში
დეტალურად იქნა განხილული გასულ წელს განხორციელებული სამუშაოები, რომლებიც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ეკონომიკური განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნას, მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება- ,, ბოლო წლებში ქვეყანაში და კონკრეტულად ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, სასიკეთო ცვლილებები თითქმის ყველა სფეროს შეეხო, თუმცა შეძლება ითქვას, რომ კონკრეტულად 2020 წელი საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე იყო. პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიოში არსებული ყოველდღიური რეალობა და სხვადასხვა მიმართულებით არაერთი პრობლემა შექმნა. მიუხედავად ამისა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული შეფერხებები არ დაფიქსირებულა და მაქსიმალური ძალისხმევით შევეცადეთ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტები არ შეფერხებულიყო“,- აღნიშნა ზვიად მხეიძემ. მერის განცხადებით ამბროლაურში კიდევ ბევრი პროექტი თუ პროგრამა განხორციელდება, რომლებიც მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.