ონის მუნიციპალიტეტის კომანდლის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია
ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს. მათი განმარტებით, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფთან ერთად, ამჯერად კომანდლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში- კომანდელი, ქრისტესი, სხიერი, ხირხონისი, ქორთა და სომიწო იმყოფებოდა. მოსახლეობამ პრიორიტეტები განსაზღვრა და 2021 წელს პროგრამის ფარგლებში სოფელ კომანდელში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და ასევე სპორტული მოედნის მოწყობა დაასახელა ქორთაში ადგილობრივებმა წყლის სისტემის რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი.სხიერში მოსახლეობის მოთხოვნით სოფლამდე მისასვლელი გზის მოწესრიგება შეკეთდება, ქრისტესში სოფლამდე მისასვლელი გზის და წყლის სისტემის რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი, სომიწოში ( მეტრევევლების უბანში) პრიორიტეტად სპორტული მოედნის მოწყობა დასახელდა, ხოლო ( იაშვილების უბანში) წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ხირხონისში მოსახლეობის მოთხოვნით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას (შესაბამისი ინვენტარით) დაუჭირეს მხარი.
დღევანდელი მონაცემებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 7 ადმინისტრაციული ერთეულეულის 29 სოფელში ჩატარდა-აცხადებენ მერიაში.
ცნობისათვის -„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის დარჩენილ ლოკაციებზე 10 მარტამდე გაგრძელდება.