აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურისთვის 500 000 ლარი დაიხარჯება – მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს საერთო კრებები გაიმართა ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის შემავალ 6 სოფელში.

მათივე ცნობით, შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით ვერავა, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 500 000 ლარი დაიხარჯება.

დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები მუნიციპალიტეტის 35 სოფელში ეტაპობრივად ჩატარდება”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები