ნიკა მელიას მხარდამჭერების კოლონა რუსთავის ციხისკენ მიემართება

ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები რუსთავის ციხის მიმართულებით, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფება, ავტოკოლონით მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ამ ფორმით ისინი აპროტესტებენ პოლიტიკური ნიშნით დევნას და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გათავისუფლებას ითხოვენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, მათი სურვილია ნიკა მელიას გამხნევება.

“ეს არის, რა თქმა უნდა, სოლიდარობა ნიკას მიმართ. გვინდა რომ გავამხნევოთ. მნიშვნელოვანია ემოციურად, როცა ამხელა სოლიდარობას ხედავ და შენი მეგობრები არიან შორიახლოს. რა თქმა უნდა, ასეთი აქციები იქნება ძალიან ხშირად და უფრო ფართომასშტაბიანი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები