ონის მუნიციპალიტეტის მერმა ახლადდანიშნული პირველი მოადგილე წარადგინა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ მერიაში გამართულ შეხვედრაზე ახლადდანიშნული პირველი მოადგილე-გიორგი მახათაძე წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს. მათივე განცხადებით, წარდგენას ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები ესწრებოდნენ. დავით ჩიკვაიძემ პირველი მოადგილე გიორგი მახათაძის კანდიდატურა წარადგინა დ შემდეგ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გიორგი მახათაძე 1983 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა.
2007 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი „გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა რკინიგზის ტრანსპორტზე“ სპეციალობით. (ტრანსპორტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი) დაამთავრა, 2007 წელს “ზურაბ ჟვანიას სახელობის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი” (GIPA). სპეციალობით : „ადგილობრივი თვითმმართველობა“. (სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი). მუშაობდა სხვადასხვა სამსახურებში- 2005-2006 წლებში საქართველოს პარლამენტში, კრწანისის #4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელად, 2006-2008 წლებში საქართველოს პარლამენტში, ფრაქცია “საქართველოს რეგიონები” მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე. 2008-2013წლებში საქართველოს პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსად. 2013 – 2014 წლებში შ.პ.ს. “ალნო-კონსტრუქტორი“ შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 2014-2016 წლებში საქართველოს პარლამენტში. ამბროლაურის #44 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსად. 2016 – 2018 წლებში საქართველოს პარლამენტში, #58 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელად. 2018 –2021 წლამდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილედ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები