სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა ბორჯომში გამოვლინდა.
სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 684-ს მიაღწია.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 15 პირი და მიმდინარეობს მოკვლევა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 124 პირი:
ადიგენის – 11 პირი;
ასპინძა – 9 პირი;
ახალციხე – 15 პირი;
ახალქალაქი – 14 პირი;
ბორჯომის – 75 პირი.
ცნობისთვის, კოვიდ კლინიკაში 19 პაციენტი მკურნალობს.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან 1 პირი გამოჯანმრთელდა.
სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 4 610-ს მიაღწია.