არეშფერნის თემში სოფლის კრება გაიმართა
არეშფერნის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ სოფლის საერთო კრებებზე პრიორიტეტები გამოვლინდა. ამის შესახებ ლაგოდეხის “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ცნობით, სოფელ არეშფერანისა და ქევხიანის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდებისათვის დასასვენებელი სკვერი მოეწყობა;
სოფელ ხოშატიანში წყლის სისტემას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. მერიის ცნობით, ზემო და ქვემო ბოლქვის მაცხოვრებლებმა ღია ფიტნეს მოედნის გაკეთება დაგეგმეს.