ცაგერის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ახლადდანიშნული მერის პირველი მოადგილე ერასტი მეტრეველი წარუდგინა. აღნიშნულ თანამდებობაზე მეტრეველმა გიორგი მახათაძე შეცვალა.
ერასტი მეტრეველი 1970 წელს რაჭაში დაიბადა. 1993 წელს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მექანიკოსის განხრით დაამთავრა,2001კი თბილისის დუმბაძის სახელობის ინსტიტუტი- სამარალთალმცოდნის სპეციალობით. მუშაობდა სხვადასხვა სამსახურებში- შინაგან საქმეთა სამინისტროში, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში, კერძო სტრუქტურებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. გარემოს დაცვის ინსპექციაში დასავლეთ საქართველოს და კახეთის ბიუროს უფროსად,2014-17 წლებში გახლდათ ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარე, 2012-14 წლებში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის რეგიონის კოორდინატორად. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები