“წელს სოფელმა სამეურნეო დანიშნულების გზის გაკეთება გადავწყვიტეთ”-ლენტეხში სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ხოფურისა და ჩოლურის თემის სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ. სოფლის კრებებზე პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით ხმათა უმრავლესობით სოფლებში .ხოფური- საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ლამანაშური- შიდა სასოფლო გზის, წიფლაკაკიაში- მინი სტადიონის კეთილმოსწყობა და ინვენტარის შეძენა, მაზაშში და ჯამათშერში და ნანარში-გარე განათების, ჭველიფში-შიდა სასოფლო გზის, ლეუშერში-სასმელი წყლის სისტემის, ტვიბში- შიდა სასოფლო გზის, მუწდში -სასმელი წყლის სისტემის და სანიაღვრე არხების, ბულეშში-სასმელი წყლის და ყორეების ,თეკალში-შიდა სასოფლო გზების,მამში – გარე განათების, ფანაგაში-სპორტული ინფრასტრუქტურის , ხოლო შტვილში – სასმელი წყლის და ყორეების მოწყობა-რეაბილიტაცია გადაწყდა.
„რეგიონული კვირა“ სოფელ თეკალის მოსახლეობასთან შეხვედრაზე მივიდა -.ადგილობრივები და მერიის ინფრასტრუქტურის , არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, პროგრამის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ლიპარტელიანი ჩვენტან საუბრისას აცხადებენ, რომ :სოფლის პროგრამით“ შარშან თეკალში სარიტუალო სახლის რეაბილიტაცია დაიწყო, წელს კი სოფელმა სამეურნეო დანიშნულების გზის გაკეთება გადაწყვიტა.“იმის გამო, რომ წელს პროგრამაში დასაფინანსებელი ობიექტების ჩამონათვალიდან თავშეყრის ადგილების დაფინანსება ამოღებული იყო, სოფელ თეკალის მოსახლეობას შენობის აღდგენაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დავეხმარებით“,-განაცხადა ლევან ლიპარტელიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები