69 წლის ანზორ პეტროსიანი,
რომელსაც რამდენიმე დღე, პოლიცია და სახანძრო- სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აქტიურად ეძებდნენ, გარდაცვლილი ნახეს.
სამართალდამცველებმა პენსიონერს სარწყავ არხში ცოტა ხნის წინ მიაკვლიეს.
არსებული ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა გურჯაანის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრები, ანზორ პეტროსიანი სახლიდან რამდენიმე დღის წინ გავიდა და ბოლოს ის თანასოფლელებმა 15 თებერვალს, სოფელში ნახეს.
მომხდარზე გამოძიება სსსკ- ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.