პარმენ მარგველიძემ ჩეხეთის კარიტასის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში -პარმენ მარგველიძემ ‘’ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი’’-ს (CCRG) და ‘’ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის’’ პროექტის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა-ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ რწმუნებულის სახელმწიფო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე განმარტებით შეხვედრაზე რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში ორგანიზაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს.
„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი’’ ონის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის პროგრამას ანხორციელებს, რისთვისაც უკვე შეძენილია შესაბამისი მანქანა. საუბრისას მხარეებმა ნარჩენების შეგროვებისა და ხარჯების ეფექტურობის თვალსაზრისით აღნიშნული ტრანსპორტის გამოყენებით ნარჩენების შეგროვებაზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ პროექტი რეგიონის მასშტაბით ოთხივე მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს. სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში პროექტის განხორციელების იდეას მხარი დაჭირა და თანამშრომლობისთვის სრული მზაობა გამოთქვა.
ონლაინ შეხვედრას ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.