გურჯაანის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე მოქალაქეთა საჭიროებები განიხილეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მინიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“დღის წესრიგის თანახმად, საბჭომ, 2020 წელს მოქალაქეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, მიმართვიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და 2020 წლის გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ იმსჯელა.საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს 2020 წელს, კრიზისული სიტუაციებისთვის ადგილობრი ბიუჯეტის ხარჯვის ანგარიში და სოციალურად დაუცველი, მოწყვლადი ჯგუფებისთვის კრიზისული დაძლევის მხარდამჭერი ღონისზიებები.

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე, კახეთის “ადამიანის უფლებების დაცვის” კორდინატორის მიერ,ასევე განხილული იქნა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ,ნაადრევი ქორწინების,სექსუალური შევიწროების და დისკრიმინაციული ფაქტები, გატარებული პრევენციული ღონისძიებები და ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრები.ასევე,ქალთა ოთახის 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

შეხვედრაზე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან,საბჭოს გაეწია შესაბამისი რეკომენდაციები”,- ნათქვამია ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები