შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი სამსახურების წადმომადგენლებისგან მიიღო
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე უძღვებოდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, თათბირს მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და მერიის სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
“შეხვედრაზე, ომარ ტაკიძემ ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინა ინფორმაციები შესრულებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
დღეის მდგომარეობით შესყიდვების სამსახურის მიერ ტენდერების 80%–ზე უკვე გამოცხადებულია. მიმდინარეობს სახელმწიფო შესყიდვების კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.
მალე დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელსაც მერიის შესაბამისი კომისია გაუწევს მონიტორინგს. შეუფერხებლად ხორციელდება ჯანდავის პროგრამები.
თათბირის მუშაობა შეაჯამა მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, რომელმაც სამსახურის ხელმძღვანელებს ეფექტური და ოპერატიული მუშაობისთვის მითითებები და დავალები მისცა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.