რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 443-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 269.438 -ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 443 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 213 შემთხვევა, აჭარაში – 15, იმერეთში – 61, ქვემო ქართლში – 12, შიდა ქართლში – 37, გურიაში – 26, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 39, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 6 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 ამბროლაურის , 2 კი ცაგერის მუნუციპალიტეტის მაცხოვრებელია-ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ინფორმაცია ცაგერისა და ამბროლაურის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელებმა თეა გურგუჩიანმა და ნატო დვალმა დაუდასტურეს.
მხარის სპეციალისტების განცხადებით ამ მომენტამდე ონში, ლენტეხში, ცაგერსა და ამბროლაურში 80 მდე მოქალაქე თვითიზოლაციაში რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები