აჭარაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

15 ახალი შემთხვევა და ამდენივე გამოჯანმრთელებული- ასეთია ეპიდსიტუაცია აჭარაში. საერთო ჯამში კი რეგიონში 35 474 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათში კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს 120 პირი გადის. მათ შორის კრიტიკულად 5 მოქალაქე იმყოფება.
კოვიდ-სასტუმროში 120 პაციენტია მოთავსებული, ხოლო ონლაინ კლინიკაში 74 მოქალაქე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები