კახეთში კოვიდინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს რიცხვი 11 567- მდე გაიზარდა. რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, განახლებული ეპიდემიოლოგიური სურათი ასე გამოიყურება: ახმეტა-762, გურჯაანი-2685, დედოფლისწყარო -786, თელავი -2590, ლაგოდეხი – 1567, საგარეჯო -1403, სიღნაღი-825 და ყვარელი -949. გუშინ დღის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით ჩატარებული ტესტების რაოდენობა 903- ია, აქედან მიღებული პასუხების რაოდენობა 120 შეადგინა- 6 დადებითი, ხოლო 114 უარყოფითია. ამ ეტაპზე გადის მკურნალობას 203 ადამიანი, მათ შორის 155 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 48 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში. თვითიზოლაციაში რჩება 346 მოქალაქე. სულ ვირუსი 11 246 – მა ადამიანმა დაამარცხა, 112 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები