ომბუდსმენი ნიკა მელიას რუსთავის ციხეში მოინახულებს – “ჩემი ვიზიტით, გამოვხატავ მის დაკავებაზე ჩემს დამოკიდებულებას”
მინდა, პირადად მისგან მოვისმინო მისი მდგომარეობის თაობაზე, – განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამრუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის„ ლიდერის, ნიკა მელიას მოსანახულებლად, პენიტენციურდაწესებულებაში შესვლამდე.
„რა თქმა უნდა, ამ ჩემი ვიზიტით, გამოვხატავ მის დაკავებასთან დაკავშირებით, ჩემს დამოკიდებულებასაც. მიმაჩნია. რომ მისი წინასწარი პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიების სახე, არ იყო დასაბუთებული. ვფიქრობ, რომ მის დაკავებაში, პოლიტიკური მდგენელი აჭარბებს სამართლებრივ მდგენელს. აქედან გამომდინარე, ამ ფორმით გამოვხატავ ჩემს სოლიდარობას მის მიმართ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავეს, რასაც მხარდამჭერებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო და მოგვიანებით პარლამენტთან გადაინაცვლა.