ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 20-ით გაიზარდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 193 ადამიანს ჩაუტარდა,  მათგან კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხი  20-ს აღმოაჩნდა.

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 52 ადამიანი მკურნალობს, მათგან 48-ს კორონავირუსი აქვს, სოხუმის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 16 პაციენტი, გაგრის საავადმყოფოში – 13, ოჩამჩირეს საავადმყოფოში – 8, ტყვარჩელის საავადმყოფოშიც 5 პაციენტი მკურნალობს. კიდევ 18 კოვიდინფიცირებული სოხუმის რუსულ სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 12 700 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 195 პაციენტი, 12 017 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები