ორკაციანი აქცია ზუგდიდში – სამოქალაქო აქტივისტებმა თბილისში პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადეს
ზუგდიდში ორმა სამოქალაქო აქტივისტმა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატეს და სოფელ ცაიშში ბანერი გადმოცინეს წარწერით:
“თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს! 2021. ბ.ივანიშვილი”.
როგორც ერთ-ერთი აქტივისტი აცხადებს, ხდება “საქართველოს გასაბჭოება და ჩრდილოეთ კორეიზაცია”.
“საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ 1921 წლის მოვლენები 100 წლის შემდეგ ისევ განმეორდა. ბიძინა ივანიშვილის ხელით დღეს ნათლად ხდება ქვეყნის გასაბჭოება და ჩრდილოეთ კორეიზაცია”, – აცხადებს აქტივისტი მარიამ სიჭინავა.
ცნობისთვის, დღეს საპროტესტო აქცია თბილისშიც გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის – ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები მოითხოვეს.