კულტურის ძეგლის სტატუსის მქონე ოზურგეთის თეატრი სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერა
სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერა, რომელსაც ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა – ამის შესახებ ინფორმაციას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს
თეატრი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა, მას გააჩნია მსახიობთათვის საგრიმიორო, სარეკვიზიტორო, სადურგლო საამქროები, შენობაში არის სხვადასხვა სარეპეტიციო სივრცე, ხმის ჩამწერი სტუდია, ოთახები მუზეუმისთვის, სამხატვრო სადეკორაციო -სახელოსნოსთვის, მცირე დარბაზი – ექსპერიმენტული სცენა, რომელსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეუძლია; აქვს დიდი მოცულობის სარდაფი, სულ მალე ექნება რადიო-თეატრი ,,გეყურება“.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურის ძეგლის სტატუსი.