რომელი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში?

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი , სსიპ “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი შოთა როსტიაშვილი, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და ბორჯომის მერის მოადგილე სოსო რაზმაძე ბაკურიანში , ციხისჯვარსა და ანდეზიტში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბორჯომის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საკონსულტაციო შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გაიმართა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, თუ რომელი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მოხმარდება პროგრამის ფარგლებში დასახლებისათვის გამოყოფილი თანხა.

ცნობისთვის, დაბა ბაკურიანში პრიორიტეტად სკვერის რეაბილიტაცია დასახელდა, ანდეზიტში ადგილობრივებმა მხარი წყალმომარაგების ქსელის მოწესრიგებას დაუჭირეს, ციხისჯვარში კი მოსახლეობამ სასაფლაოს შემოღობვა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 24 თებერვლამდე გაგრძელდება.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასურველ პროექტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში შეარჩევენ.

ცნობისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია, სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები