გიორგეთის თემში 3 დასასვენებელი სკვერი მოეწყობა

გიორგეთის თემში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 3 შეხვედრა გაიმართა. სამივე შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით დასასვენებელი და ახალგაზრდების გასართობი სივრცის მოწყობა დაიგეგმა. სოფელ გიორგეთის, გუჯარეთის, ლაფნიანისა და ვერხვისმინდორის მოსახლეობას სულ მალე 3 ახალი დასასვენებელი სკვერი ექნება.
მოსახლეობის საერთო კრებას, კახეთის გუბერნატორი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები