წინანდალში, კისისხევსა და გულგულაში მოსახლეობამ პრიორიტეტები დაასახელა – თელავში სოფლის კრებები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მორიგი შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წინანდალში, კისისხევსა და გულგულაში გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
წინანდალში ადგილობრივმა მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად გარე განათების ახალი ქსელისა და წინანდლის #1 საბავშვო ბაღის ფლიგელში გადასასვლელი კორიდორის მოწყობა დაასახელა.
კისისხევში პრიორიტეტულ საკითხებად ტრენაჟორებისა და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა დასახელდა.
გულგულაში კი ადგილობრივებმა პრიორიტეტულ საკითხებად ტრენაჟორებისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა დაასახელეს.