სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 4 პირი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 4 პირი დაინფიცირდა. საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 683 გახდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევიდან
1 ახალციხეში და
3 ბორჯომში გამოვლინდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 4 პირი და მიმდინარეობს მოკვლევა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განმარტებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 119 პირი:
ადიგენის – 11 პირი;
ასპინძა – 9 პირი;
ახალციხე – 24 პირი;
ახალქალაქი – 14 პირი და
ბორჯომის – 61 პირი.

ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსზე კოვიდ კლინიკაში 20 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები