“გაკეთდეს სკვერები და ფიტნეს ტრენაჟორები”-ბორჯომში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები იმართება

ბორჯომის მერიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ლარებსა და ჩითახევში მცხოვრებ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრებზე გამოვლინდა ის პრიორიტეტული პროექტები, რასაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა მოხმარდება.

სოფელ ლარებში მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების დამონტაჟება მოითხოვეს, ჩითახევში მცხოვრები მოსახლეობის პრიორიტეტად კი სკვერის მოწყობა დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 24 თებერვლამდე გაგრძელდება.სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასურველ პროექტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში შეარჩევენ.

ცნობისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია, სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები