იმერეთში კოვიდ დადებითობის დინამიკა 3%-ზე ჩამოვიდა – გოჩა გიორგაძე

იმერეთში კოვიდ დადებითობის მაჩვენებელი 3%-ზე ჩამოვიდა. ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტაციონარებში ადგილების უმეტესობა თავისუფალია.

“ლჯ და კომპანია” და “ბომონდი” ისევ აგრძელებს კოვიდპაციენტების მიღებას, სხვა კლინიკებზე ზუსტად ვერ გეტყვით. სამინისტრო საზღვრავს, რომელ სტაციონარს ტოვებს სრულად კოვიდად და ვის-ნახევრად. ანუ, დატვირთვიდან გამომდინარე წყვეტს ვინ ჩახსნას და ვინ არა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ინფორმაციას არ ფლობს. გეტყვით იმას, რომ სტაციონარულ ქსელებში ადგილები საკმაოდაა. 800-ზე მეტი თავისუფალი ადგილია იმერეთის მასშტაბით. ვირუსზე დადებითობის მაჩვენებელმა საკმაოდ იკლო, დაახლოებით 3%-ზე ვართ ბოლო ორი კვირის მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ. თუმცა, ეს არ არის დამამშვიდებელი გარემოება. პირბადეების ტარებას თუ არ მიექცა სათანადო ყურადღება, მდგომარეობა ისევ შეიძლება გაგვიუარესდეს. ამიტომ, ყველას ვთხოვ, ატარონ პირბადე ყოველთვის, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. საშიშროება ჯერ კიდევაა, რადგან შემთხვევები ისევ გვაქვს.
რაც შეეხება საკარანტინე სივრცეებს, ამას ჯანდაცვის სამინისტრო და ტურიზმი კურირებს. მე რამდენადად ვიცი, საკარანტინე სივრცე იმერეთში აღარ არის. დარჩენილია ერთი კოვიდ სასტუმრო. ძირითადად, არსებული რეგულაციებით, 8 დღიან თვითიზოლაციაში გადადის საზღვრის კვეთით შემოსული პირი. ან შეუძლია შემოსვლის დროს ჰქონდეს ერთი ტესტის შედეგი, მეორე ტესტი სამ დღეში გაიკეთოს და მერე თავისუფალია”,-განაცხადა გიორგიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები