ამბროლაურის მერმა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებს შესაბამისი დავალებები მისცა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ პირველ მოადგილესთან გიორგი დონაძესთან, მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილთან ერთად სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“თათბირზე, სამსახურების ხელმძღვანელებმა კონკრეტული სფეროების მიხედვით გაწეული სამუშაოები და დაგეგმილი ღონისძიებები წარადგინეს. მუნიციპალიტეტის მერმა ამბროლაურში დაგეგმილ მსხვილმასშტაბიან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობის მიერ დასმული პრობლემური საკითხები განიხილა. მერმა შეშფოთება გამოთქვა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირებულთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით, მან მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა, ხოლო შესაბამის სამსახურებს სთხოვა აწარმოონ მონიტორინგი რათა მაქსიმალურად მოხდეს შემუშავებული რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.