ონში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს-ინფორმაციას ამის შესახებ ონის მერია ავრცელებს.

მათი განმარტებით
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში შარდომეთის ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და სამუშაოებს შპს „ ევროტექნიკსი“ ახორციელებს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გძელიშვილი, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი მშენებლობის ადგილზე იმყოფებოდნენ და სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები