არჩილ თალაკვაძე: მივმართავ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში

მივმართავ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, რომ დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, საპარლამენტო პროცესში, ისე როგორც ეს საზოგადოებამ 2020 წლის არჩევნებზე გადაწყვიტა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნები არ არის და ვერ იქნება მოლაპარაკების საგანი.

„არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილმა, არამედ მათ ჩვენც არაერთხელ მკაფიოდ ვუთხარით, რომ რიგგარეშე არჩევნები არ არის და ვერ იქნება მოლაპარაკების საგანი. ეს თვითონაც ძალიან კარგად იცოდნენ, უბრალოდ, როგორც რამდენიმე ოპოზიციონერმა საჯაროდ თქვა, ოპოზიციის ამ ბანაკში იყვნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდათ პირდაპირი დავალება მიცემული საკუთარი თანაგუნდელების მიმართ, რომ მოლაპარაკება არ უნდა შემდგარიყო და ის უნდა დაბლოკილიყო ნებისმიერ ფასად. სწორედ ამ ადამიანების სცენარმა და გზამ განიცადა სრული ფიასკო. ამიტომ, მივმართავ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს, რომ დაბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, საპარლამენტო პროცესში, ისე როგორც ეს საზოგადოებამ 2020 წლის არჩევნებზე გადაწყვიტა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს პარტიის ოფისში დააკავეს. მისი ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, მელია რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები