ირაკლი ღარიბაშვილი: მელია არის კრიმინალი

ნიკა მელია არის კრიმინალი, მას აქვს მისჯილი და სასამართლომ დაადგინა, რომ იგი არის კრიმინალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განაცხადა.

„ბატონი მელია გასამართლებული იყო ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, ეს მეორე საქმე, რისთვისაც პოლიციამ დილით მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავა იგი, ეს უკავშირდება სწორედ ამ შენობის [პარლამენტის] შტურმის ორგანიზებას, რომელიც მან და მისმა თანაორგანიზატორებმა დაგეგმეს და ჩვენი სახელმწიფო ძლიერების გამოცდა გადაწყვიტეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს პარტიის ოფისში დააკავეს. მისი ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, მელია რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები