კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
კახეთში, კოვიდ-19-ის დიაგნოზით, 81 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანიდან იყო და მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადიოდა.
ბოლო 24 საათში, რეგიონში, კოვიდ-19-ის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც შეეხება სტატისტიკას, მკურნალობას 248 ადამიანი გადის, აქედან 198 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 50 კოვიდ – კლინიკაში იმყოფება. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობამ კი 326- ს მიაღწია.
კახეთში, გასული წლის სექტემბრიდან ამ დრომდე კორონავირუსი 11 176- ამ პაციენტმა დაამარცხა, ვირუსს კი 112 ადამიანი ემსხვერპლა.