ადვოკატის თქმით, ნიკა მელია რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია გადაყვანილი

ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე  რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია გადაყვანილი.

„დაახლოებით ორი საათის განმავლობაში არ გვეძლეოდა საშუალება ნიკა მელიასთან შეხვედრის, კომუნიკაციაზე არ გამოდიოდა არცერთი სტრუქტურა, ახლა კი გვაცნობეს, რომ ის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ახლა შევხვდები ნიკას, გავივლით მასთან შემდგომი მოქმედების სტრატეგიას“, – აღნიშნა კონდახაშვილმა.

მისი თქმით, ის ყველა სამართლებრივ სტრატეგიას და მექანიზმს გამოიყენებს, რათა საქმის აბსურდულობა დადასტურდეს.

„სააპელაციო სასამართლოში 72 საათის განმავლობაში ველოდებით გადაწყვეტილებას. ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს პატიმრობის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლე ჩახნაშვილის მიერ იყო გამოტანილი უკანონოდ. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი. უბრალოდ, ნათელია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ საქმეზე მიიღება არა სასამართლოში, არამედ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ“, – განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს პარტიის ოფისში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები