კახა კალაძე: სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თავზეც შეთანხმებულები არ ვართ ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე

“დღევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თავზეც შეთანხმებულები არ ვართ ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე”, – ამის შესხებ „ქართული ოცნების“ წევრმა, კახი კალაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა პოლიტიკური პარტიებისა და ქვეყნის განვითარებისთვის რადიკალიცაზიაა.
„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გაჯერებული არ გვაქვს კანონის პატივისცემა, რაც, თავისთავად, ერთმანეთისა და კანონის უპატივცემულობას იწვევს. ზოგადად, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
ყველაზე დიდი პრობლემა, რაც არის პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოსთვის, ქვეყნის განვითარებისთვის – რადიკალიცაზიაა.
ჩვენი გუნდის მთავარი ამოცაა, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა ჰქვია“, – განაცხადა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს დილით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები