თბილისის შემოვლით გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
თბილისის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რთული მეტეოროლოგიური პირობების, ლიპყინულის, ძლიერი ქარისა და დაბალი ხილვადობის გამო აიკრძალა.