დაფნარში მოსახლეობამ პრიორიტეტები განსაზღვრა – სამტრედიის 50 სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ დალაქიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურა გოგიასთან ერთად, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, გომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დაფნარში, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებს მართავს. ინფორმაციას, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცესი 2021 წლის 24 თებერვლამდე უნდა დასრულდეს. ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციული ერთეულის 50 სოფელში ტარდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები