მოსახლეობისთის სასმელი წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება უმნიშვნელოვანესია-შეხვერდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ადმინისტრაციაში

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – პაპუნა მარგველიძემ, ‘’შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’’ ზემო იმერეთისა და რაჭის რეგიონის უფროსთან- მამუკა ქვათაძესთან შეხვედრა გამართა-ინფორმაციას შეხვედრის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე განმარტებით შეხვედრაზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების კუთხით არსებული ვითარების შესახებ იმსჯელეს..
‘’მნიშვნელოვანია, რომ სასმელი წყლის მიწოდება და წყალმომარაგება უწყვეტ რეჟიმში მი მდინარეობდეს,ჩვენ აღნიშნული პროცესის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი ხელისუფლებისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად კოორდინირებული მუშაობით განვახორციელებთ ხარისხიანი სასმელი წყლის უწყვეტ და ხარისხიან მიწოდებას“,- აღნიშნა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- გიორგი მაქარაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი-ქრისტინე კობახიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი- ზვიად მხეიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები